Accentnews.ge
დეპუტატი – სიდუხჭირეზე: "სუპერმარკეტებში ხშირად ვხედავ რიგებს"

დეპუტატი – სიდუხჭირეზე: "სუპერმარკეტებში ხშირად ვხედავ რიგებს"

11/12/2020 10:32:29 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს ჟურნალისტებმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დაუსვეს კითხვა, მან კი უპასუხა, რომ სუპერ–მარკეტებში ხშირადაა რიგები.

„პირველი დღეა, რაც საკანონმდებლო ორგანოში შემოვაბიჯე. ამიტომ, ამაზე კომპეტენტური ვერ ვარ, გავეცნობი აუცილებლად – პროცენტულად არ ვიცი. საქართველო ეკონომიკურად მძლავრი ქვეყანა რომ არაა, ეს ვიცით, მაგრამ არც ისეთი უბედურებაა, როგორც აფრიკის ქვეყნებში – ბევრი ამაზე ძალიან ცუდად ცხოვრობს.

ხშირად სუპერმარკეტში ძალიან ბევრ რიგებს ვხედავ, სხვათა შორის. სად არის აბა ეს ბალანსი. ვერ ვიხდი ფულს, იმდენი ხალხია და ეს ხალხი ვინაა, ქართველები არ არიან?“,– განაცხადა თემის კომენტირებისას დეპუტატმა.

დღეს, 11 დეკემბერს მე–10 მოწვევის პარტლამენტი შეიკრიბა პირველ სხდომაზე მხოლოდ „ქართული ოცნება“ იყო წარმოდგენილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S