კახა კუკავა: „ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას გადავულოცეთ“
11/12/2020 11:18:18 პოლიტიკა
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ოპოზიციაში განხეთქილება არ არის.
მისი განმარტებით, შესაძლოა, არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ოპოზიცია ერთიანია შემდეგი საკითხების ირგვლივ: ამჟამინდელი პარლამენტი არალეგიტიმურია და იქ შესვლას არავინ აპირებს.
რაც შეეხება პარტია „მოქალაქეების“ ლიდრ ალეკო ელისაშვილს, კუკავა ამბობს, რომ ის ოპოზიციაში არ მოიაზრება.
„არანაირი განხეთქილება არ არის, ალეკო ელისაშვილი გადმოვულოცეთ ხელისუფლებას, ის აღარ არის ჩვენს რიგებში და ოპოზიციის რიგებში. აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება იყოს, მაგრამ ეს პარლამენტი რომ არის არალეგიტიმური და ამ პარლამენტში შესვლას არავინ აპრებს, ეს საკითხი დახურულია. ელისაშვილი არის გამონაკლისი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ბიძინა ივანიშვილს, ივნიშვილს მეტი არც ერთი პარტიის იმედი არ შეუძლია, ჰქონდეს.
რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, მათ გააკეთეს განცხადება, როგორც კი მლაპარაკების პროცესი დაიხურება, „რესპუბლიკელები“ შეიწყვეტენ დეპუტატის მანდატს და არ შევლენ ისინი პარლამენტის შემადგენლობაში. ეს განცხადება ძალიან კონკრეტულად გააკეთეს“, – განაცხადა კახა კუკავამ.


