Accentnews.ge
„დღეს ძალიან მძიმე დღეა: დღე, რომელიც ლაქად შევა ჩვენს ისტორიაში“

„დღეს ძალიან მძიმე დღეა: დღე, რომელიც ლაქად შევა ჩვენს ისტორიაში“

11/12/2020 12:53:52 პოლიტიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, 2020 წლის 11 დეკემბერი საქართველოს იტორიაში „ლაქად შევა“.

„დღეს ძალიან მძიმე დღეა: დღე, რომელიც არასასიამოვნო ლაქად შევა ჩვენს ისტორიაში. ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანისთვის წარმოუდგენელი იყო მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოვდიოდით და დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოსთვის ვიბრძოდით, რომ ასეთი რამე შეიძლება, მომხდარიყო 30 წლის თავზე, რომ საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი შექმნილიყო“,– განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა „ტვ პირველის“ ეთერში.

დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა: პირველ სხდომაზე მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები არიან წარმოდგენილნი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S