ოქრუაშვილი პარლამენტის პირველ სხდომას სექსისტური განცხადებით ეხმიანება
11/12/2020 17:49:32 პოლიტიკა
პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას სოციალურ ქსელში სექსისტური პოსტით ეხმიანება.
“შევიდოდა კაცი პარლამენტში, ქოცების ერთი-ორი ნაშის “ხათრით” და სამი-ოთხი ჩოილარის მისაჩუხანებლად. ჩემგან მოსულა ესეთი პოსტი…” ,- დაწერა ოქრუაშვილმა "ფეისბუქში" პირად გვერდზე.
ცნობისთვის: დღეს მე–10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა,რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნება" ესწრებოდა. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, რადგან 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს.
პარლამენტის სხდომის პარალელურად, ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შეიკრიბა და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ენდობიან არჩევნების ოფიციალურ შედეგს და არ აპირებენ მიღებული მანდატებით სარგებლობას. არჩევნების ოფიციალური შედეგებით ოქრუაშვილის პარტიამ ერთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა.
დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეებსა” და “რესპუბლიკურ პარტიას”. ისინი ამბობენ, რომ “ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დასრულებას დაელოდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.


