გიორგი გახარია მთავრობის შემადგენლობას კვირის ბოლომდე დაასახელებს
14/12/2020 11:31:32 პოლიტიკა
პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით, პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა.
პრემიერ - მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობას კვირის ბოლომდე დაასახელებს.
მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.


