
შვიდი ქვეყანა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ რეზოლუციას შეიტანს
01/07/2019 14:45:06 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
შვიდი ქვეყანა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ რეზოლუციას შეიტანს. ამის შესახებ „პოლონეთის რადიოს” ეთერში პოლონეთის სენატის მარშალმა სტანისლავ კორჩევსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობას პოლონეთი, უკრაინა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, სლოვაკეთი და საქართველო მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.
ცნობისთვის: რუსეთის ფედერაციას PACE-ში ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით შეუჩერდა. ვინაიდან მოსკოვმა არ შეასრულა ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების არც ერთი მოთხოვნა, რუსეთის მიმართ სანქციები რამდენჯერმე გახანგრძლივდა. პროტესტის ნიშნად 2016 წლიდან რუსული დელეგაცია PACE–სესიენში აღარ მონაწილეობს. მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ეროვნული დელეგაციები წარმოდგენილები უნდა იყვნენ მხოლოდ წლის დასაწყისში, იანვარში, და ვინაიდან 2019 წლის იანვარში რუსეთის ხელისუფლებამ სესიებში მონაწილეობის განაცხადი არ წარადგინა, ფორმალურად PACE-ში რუსეთის დელეგაცია აღარ არსებობდა.
რეზოლუციის ტექსტში, რომლის ავტორი PACE-ს რეგლამენტის კომიტეტს ხელმძღვანელი – ბელგიელი დეპუტატი სოციალისტების ჯგუფიდან პეტრა დე სუტერი გახლავთ, გაწერილია წინადადება, დელეგაციებს, რომლებიც ამჟამად PACE-ში წარმოდგენილები არ არიან, კერძოდ, რუსეთის, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის დეპუტატებს მიეცეთ შესაძლებლობა, ივნისის სესიაში მონაწილეობაზე განაცხადები წარადგინონ.
გარდა ამისა, რეგლამენტს ემატება პუნქტი, რომელიც მიხედვით, ეროვნული დელეგაციებს მათი უფლებამოსილებების გასაჩივრების შემთხვევაში ხმის უფლებას ვეღარ ჩამოერთმევათ, ასამბლეასა და მის ორგანოებში წარმომადგენლობის ყოლა და სიტყვით გამოსვლები ვეღარ აეკრძალებათ.
სანაცვლოდ რეზოლუციის ავტორები სთავაზობენ ასამბლეას შესაძლებლობას, სანქციები ეროვნული დელეგაციების კონკრეტულ პირთა მიმართ იყოს შემოღებული.