
კობახიძე - ვაშაძის ენმ-დან წასვლაზე: "გვარამიამ და სააკაშვილმა დაშალეს "ნაციონალური მოძრაობა"
15/12/2020 11:04:49 საშინაო პოლიტიკა
"გვარამიამ და სააკაშვილმა დაშალეს "ნაციონალური მოძრაობა" , – ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ენმ–დან გრიგოლ ვაშაძის წასვლის ფატქს.
"ძალიან კარგად და სწორად ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა და ამაში ძალიან გვეხმარებიან ოდიოზური ფიგურები, რომლებიც შლიან დღეს ოპოზიციას, რაც ძალიან კარგი პროცესი. ეს ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან პირველ რიგში, სააკაშვილი, გვარამია და ბოკერია, შეიძლება, მერაბიშვილზე და სხვებზეც ლაპარაკი, ისინი შლიან "ნაცმოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს". ბოკერიამ საკუთარი პარტია დაანგრია და ცდილობს საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიებიც. ანალოგიურად, "ნაცმოძრაობის" ოდიოზურმა ფიგურებმა, სააკაშვილმა და გვარამიამ დაშალეს ენმ, რაც ძალიან ჯანსაღი პროცესია, ამის შემდეგ მივიღებთ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს", – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის:„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021