
"რაც შეეხება ელჩებზე თავდასხმას, მე არ ვარ ამაზე შეშფოთებული, მე შეშფოთებული ვარ როგორ აისახება ეს მოლაპარაკებების პროცესზე"
15/12/2020 12:26:44 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"რაც შეეხება ელჩებზე თავდასხმას, მე არ ვარ ამაზე შეშფოთებული, მე შეშფოთებული ვარ როგორ აისახება ეს მოლაპარაკებების პროცესზე", – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, ადრეა იმაზე საუბარი, როგორ გაგრძელდება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პროცესი.
"როგორც ფასილიტატორი, მზად ვარ ვიპოვოთ მხარეებს შორის შეთანხმება. შესაძლებლობების გათვალისწინებით მივიღებთ გადაწყვეტილებას მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით, სიმართლე გითხრათ, ეს იქნება რთული პროცესი. ვაგრძელებთ მათ დახმარებას, რთული სათქმელია რა გამოვა აქედან, თუმცა არსებობს შანსი. რაც უფრო დაიხურება კარი, მით უფრო მეტად გართულდება გამოსავლის მოძებნა, მე არ ვარ მოსამართლე, მე ვარ ფასილიტატორი მხარეებს შორის. რაც შეეხება ელჩებზე თავდასხმას, მე არ ვარ ამაზე შეშფოთებული, მე შეშფოთებული ვარ როგორ აისახება ეს მოლაპარაკებების პროცესზე", - განაცხადა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ცნობით, კარლ ჰარცელმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021