Accentnews.ge
"გრიგოლ ვაშაძე არის გამორჩეული ქართველი. იგი ქვეყნის ინტერესების ძლიერი დამცველია"

"გრიგოლ ვაშაძე არის გამორჩეული ქართველი. იგი ქვეყნის ინტერესების ძლიერი დამცველია"

15/12/2020 14:50:08 პოლიტიკა

"გრიგოლ ვაშაძე არის გამორჩეული ქართველი, თავისი ქვეყნის სამსახურში ყოფნის ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერით", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

„ბატონი ვაშაძე არის გამორჩეული ქართველი, თავისი ქვეყნის სამსახურში ყოფნის ხანგრძლივი და შთამბეჭდავი კარიერით. ის იყო თავისი პარტიისა და ქვეყნის ინტერესების ძლიერი დამცველი. მე ძალიან ვამაყობ, რომ ვიცნობ ბატონ ვაშაძეს და ვწუხვარ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ვფიქრობ, საქართველო ძალინ უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს გრიგოლ ვაშაძის მსგავსი გამორჩეული და ერთგული ლიდერები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის:„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა.

„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – განაცხადა ვაშაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S