Accentnews.ge
"საქართველოს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს, მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიქნები ელჩი თუ სხვა"

"საქართველოს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს, მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიქნები ელჩი თუ სხვა"

15/12/2020 15:00:09 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბოლო დღეებში მისი და სხვა უცხოელი ელჩების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრბებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, "თუმცა მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ საქართველოს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს".

“რაც შეეხება ელჩებზე გაკეთებულ განცხადებებს, აზრის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა მოსაზრებებს და ფაქტებს შორის განსხვავებაა. ფაქტი ის არის, საქართველოს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს. ვფიქრობ, მტკიცება არ სჭირდება იმას, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოს წარმატება. მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიქნები ელჩი თუ სხვა, რომელ პარტიას ექნება ძალაუფლება საქართველოსა თუ აშშ-ში, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის წარმატების მიღწევაში არ შეიცვლება”, –განაცხადა, “რუსთავი 2"-ის ცნობით, დეგნანმა.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში აშშ-ს ელჩის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ და რიგმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S