Accentnews.ge
კალაძე არ გამორიცხავს, რომ ის მიწა, სადაც დღეს მერიამ მშენებარე სახლები დაანგრია, გაიყიდოს

კალაძე არ გამორიცხავს, რომ ის მიწა, სადაც დღეს მერიამ მშენებარე სახლები დაანგრია, გაიყიდოს

15/12/2020 19:00:42 პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ აფრიკის დასახლებაში მდებარე მიწა, სადაც დღეს მერიამ მშენებარე სახლები დაანგრია, გაიყიდოს.

კითხვაზე, "რომელიმე დეველოპერს ხომ არ ეჩქარება იმ ადგილზე მშენებლობის დაწყება და ვიხილავთ თუ არა იქ მშენებლობას?", კალაძემ შემდეგი განაცხადა: „ეს არის სახელმწიფო ტერიტორიები. თუ ვინმე კონკრეტული პიროვნება, ეს შეიძლება, იყოს ფიზიკური პირი ან დეველოპელური კომპანია, გადაწყვეტენ ამ მიწის ყიდვას, სახელმწიფო ამ მიწას გაყიდის“.

„რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, არსებობს თუ არა უკვე ვინმე ასეთი კანდიდატი, დედაქალაქის მერმა განაცხადა: "კონკრეტული წინადადება მუნიციპალიტეტში არ შემოსულა".

ცნობისთვის: თბილისში, აფრიკის დასახლებაში დღეს დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ პოლიციის დახმარებით შენობები დაანგრია. მერიის განცხადებით, მოქალაქეებს შენობები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ ჰქონდათ აშენებული. საცხოვრისების მშენებლობა ადგილობრივებმა გააპროტესტეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დააკავეს 8 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S