Accentnews.ge
"მშობლები ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ არასდროს შემეხარბოს წარმატებული ადამიანის, არასდროს მოვიპარო"

"მშობლები ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ არასდროს შემეხარბოს წარმატებული ადამიანის, არასდროს მოვიპარო"

15/12/2020 19:04:07 პოლიტიკა

"მშობლები ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ არასდროს შემეხარბოს წარმატებული ადამიანის, არასდროს მოვიპარო", – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ აფრიკის დასახელბაში მშენებარე სახლების დემონტაჟის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"ჩემთვის ძალიან პრინციპულია სამართლიანობა. მე ყველანაირი პერიოდი მაქვს გამოვლილი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბეც, რთული პერიოდიც, მაგრამ გავიზარდე ისე, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ და მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს ცხოვრებაში, არასდროს უნდა შევხედო სხვა წარმატებულ ადამიანს ცუდი თვალით, არ უნდა შემეხარბოს მისი, არასდროს უნდა მოვიპარო.. შესაბამისად, ეს კონკრეტული შემთხვევები, ეს ხომ ჩემი საკუთარი მიწები არაა, ეს ხომ ჩვენი ქვეყნის, თითოეული თქვენგანის ქონება არის და როდესაც ხდება მიწების დატაცება, როდესაც ხდება უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მხარში დავუდგეთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველებს და იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა", – განაცხადა კალაძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S