Accentnews.ge
წულუკიანი - შენობების დემონტაჟზე: "კანონიერება არ ნიშნავს, რომ ის მარტივი გადასატანია"

წულუკიანი - შენობების დემონტაჟზე: "კანონიერება არ ნიშნავს, რომ ის მარტივი გადასატანია"

15/12/2020 20:03:15 პოლიტიკა

"კანონიერება არ ნიშნავს, რომ ის მარტივი გადასატანია", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თეა წულუკიანმა აფრიკის დასახლებაში მშენებარე სახლების დემონტაჟზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კანონიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, კადრები მძიმე საყურებელი იყო.

"ეს იყო მძიმე კადრები, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონიერი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, კანონიერება არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ კონტექსტში მარტივი გადასატანია ამა თუ იმ ადამიანისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მერიამ ყველაფერი გააკეთოს, რომ არც ერთი ამ ადამიანთაგანი, თუ კი სიმართლეა, რომ მათ სხვა საცხოვრისი არ აქვთ და მშენებარე სახლების დასრულებას და იქ შესახლებას გეგმავდნენ, რომ არ დარჩნენ ჭერის გარეშე", - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის: თბილისში, აფრიკის დასახლებაში დღეს დედაქალაქის მუნიციპალურმა ინსპექციამ პოლიციის დახმარებით შენობები დაანგრია. მერიის განცხადებით, მოქალაქეებს შენობები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონოდ ჰქონდათ აშენებული. საცხოვრისების მშენებლობა ადგილობრივებმა გააპროტესტეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დააკავეს 8 პირი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S