მანდატებზე უარით პარლამენტს „ევროპულმა საქართველომ“ და „ენმ–ძალა ერთობაშიას“ ბლოკში შემავალმა პარტიებმა მიმართეს
16/12/2020 08:13:34 პოლიტიკა
პარლამენტს მანდატებზე უარის თქმის მოთხოვნით მიმართეს „ევროპულმა საქართველომ“, ენმ–მ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ ბლოკში შემავალმა პარტიებმა – „რესპუბლიკელებმა“ და პარტიამ „მოძრაობა ხალხისთვის“.
შესაბამისი განცხადბები პარტიების წარმომადგენლებმა 16 დეკემბერს დაარეგისტრირეს.
„ეს გზავნილი იქნება ხელისუფლებისთვის, რომ სერიოზულად აღიქვას კრიზისი, გააანალიზოს, სად ვართ და მიიღოს კომპრომისი შემდეგი შეხვედრისთვის“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ენმ–ის წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ენმ–ის წევრთა სიაში, რომლებიც სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობენ, გრიგოლ ვაშაძეცაა, რომელმაც პარტიის თავჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ 15 დეკემბერს განაცხადა.
ცნობილია,რომ ანალოგიური განცხადებით პარლამენტს უახლოეს დღეებში „სტრატეგია აღმაშენებელიც“ მიმართავს.
განცხადებები პარლამენტმა 7 დღის ვადაში უნდა განიხილოს.
ცნობისთვის: ოპოზიციური პარტიები მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ, რადგან გაყალბებულად მიიჩნევენ 31 ოქტომბრის არჩეების შედეგებს.


