Accentnews.ge
„უფრო მკაცრი შეზღუდვებიც გამართლებულია. იმედი გვაქვს, წერტილოვანი შეზღუდვებით გავალთ ფონს“

„უფრო მკაცრი შეზღუდვებიც გამართლებულია. იმედი გვაქვს, წერტილოვანი შეზღუდვებით გავალთ ფონს“

16/12/2020 08:36:58 პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, უფრო მკაცრი შეზღუდვებიც გამართლებულია, თუმცა შეზღუდვის ასეთ მოდელს მთავრობა არ განიხილავს.

მისი თქმით, საუბარია წერტილოვან შეზღუდვებზე.

„მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ეს ახალი წელი არ არის ჩვეულებრივი: ახალი წელი დადგება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში მილიონ ნახევარი ადამიანი გარდაცვლილია კორონავირუსის შედეგად. აქედან გამომდინარე, გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვებიც, თუმცა შეზღუდვის ასეთ მოდელს არ განვიხილავთ. ასეთი საყოველთაო მობილობის შეზღუდვა მაშინაც არ დაგვიწესებია, როდესაც უფრო მკაცრი შეზღუდვები იყო. ჩვენ კვლავ ვსაუბრობთ წერტილოვან შეზღუდვებზე. იმედი გვაქვს, სწორედ ამ წერტილოვანი შეზღუდვების ტაქტიკით გავალთ ფონს და დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, დავინახოთ, რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ქსელები, თუ გახსნა მოხდა 24-ში და როგორ იქნება ადამიანების ნაკადი მართული, როგორც სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზე, ასევე გარეთ“,- განაცხადა თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S