მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი არ ითვალისწინებს იმ მუხლს, რომლითაც გარეჯის თემაზე გამოძიება მიმდინარეობს

16-12-2020 14:40:54 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განაცხადებით, "ამნისტიის შესახებ" წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, არ არის გათვალისწინებული ის მუხლი, რომლითაც დავით გარეჯის თემაზე გამოძიება მიმდინარეობს.

კითხვაზე, „არის თუ არა პროექტში სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლებიც მოიცავს სახელმწიფოს წინაშე ჩადენილ დანაშაულს. ეს შეეხება თუ არა ე.წ. გარეჯის თემაზე დაკავებულ ადამიანებს?“, სარჯველაძემ შემდეგი განაცხადა:

„რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, რა მუხლითაც მიმდინარეობს გამოძიება, იმ მუხლთან დაკავშირებით ამნისტიაში არაფერია ნათქვამი, შესაბამისად, აქ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ეს მუხლი გათვალისწინებული არ გახლავთ“.

საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი დარეგისტრირდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები