სარჯველაძის განცხადებით, ნაკლებად არის მოსალოდნელი, „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი გიორგი რურუას შეეხოს

16-12-2020 14:38:45 საშინაო პოლიტიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნაკლებად არის მოსალოდნელი პარლამენტში ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი გიორგი რურუას შეეხოს.

კითხვაზე, "შეეხება თუ არა ამნისტია იმ პირებს, ვის შესახებაც ოპოზიცია ამბობს, რომ პოლიტპატიმრები არიან, კონკრეტულად კი გიორგი რურუას?", სარჯველაძემ შემდეგი განაცხადა:

„პოლიტპატიმრის თაობაზე ჩვენს ქვეყანაში ჩემთვის არაფერია ცნობილი და ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას. რაც შეეხება კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ამის გავრცელებას, ალბათ, უმჯობესი იქნება მომავალში ვისაუბროთ. ნაკლებად მოსალოდნელია ეს შეეხოს იმ პირებს, ვისზეც თქვენ სვამდით კითხვას“.

საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი დარეგისტრირდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები