
"მე არ დავიწყებ პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას, მაგრამ ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ დრო იწურება"
16/12/2020 12:16:56 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
"მე არ დავიწყებ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას. თითოეული მათგანი თავად უნდა მივიდეს სწორ დასკვნამდე, მაგრამ ახლა ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ დრო იწურება", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ვაგრძელებთ ძალისხმევას სხვადასხვა მხარესთან მოლაპარაკებებზე, ვნახოთ თუ მივალთ შეთანხმებამდე. მე მჯერა, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება. იქნება ეს Covid 19 -ის საკითხი თუ სხვა. "ქართულ ოცნებასთან" გუშინდელი შეხვედრის თემა იყო დიალოგი და შემდეგი ნაბიჯები. ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის იქნება შესაძლო მეხუთე რაუნდი. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, მე ვისურვებდი, რომ მენახა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება. მე არ ვფიქრობ, რომ საკითხი დახურულია. ჩვენ გვჯერა რომ შედეგის მიღწევა შესაძლებელია", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021