ამ დროისთვის მანდატებზე უარი ხუთ პარტიას აქვს ნათქვამი
16/12/2020 15:38:11 პოლიტიკა
მეათე მოწვევის პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ხუთმა სუბიექტმა უკვე მიმართა.
ამ დროისთვის პარლამენტში შესულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების, „რესპუბლიკური პარტიისა“ და მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ განცხადებები, ისევე, როგორც „ევროპული საქართველოს“, „ლელოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიმართვები.
პარლამენტს დეპუტატის მანდატის გაუქმების მოთხოვნით გუშინ მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმაც.
შესაბამისი განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში ამ დროისთვის არ წარუდგენია სამ პარტიას – „გირჩს“, „მოქალაქეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.
პარლამენტს განცხადებების განსახილველად ერთკვირიანი ვადა აქვს.


