კობახიძე - ამნისტიის მოლაპარაკებებთან კავშირზე: „მუხლები გაწერილია და ცვლილებები არ იქნება“
16/12/2020 20:20:59 პოლიტიკა
ამნისტიას მოლაპარაკებებთან არავითარი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამნისტია უკავშირდება კონკრეტულ მუხლებს, ეს მუხლები არის გაწერილი კანონპროექტში და აქ ცვლილებები არ იქნება.
„პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ, აქედან გამომდინარე ეს ვერ იქნება პოლიტიკური დისკუსიის საგანი. ამაზე არაერთხელ დაგვიფიქსირებია ჩვენი პოზიცია და ეს პოზიცია არის ძალიან მკაფიო. ამნისტიას მოლაპარაკებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამნისტია უკავშირდება კონკრეტულ მუხლებს, ეს მუხლები არის გაწერილი კანონპროექტში და აქ ცვლილებები არ იქნება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.
საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი დარეგისტრირდა.


