Accentnews.ge
გახარიას თქმით, 300–ლარიან დახმარებას ახალ წლამდე ყველა განმცხადებელი მიიღებს

გახარიას თქმით, 300–ლარიან დახმარებას ახალ წლამდე ყველა განმცხადებელი მიიღებს

17/12/2020 07:50:34 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გახარიას განცხადებით, ერთჯერად 300–ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით 65 000-ზე მეტი განაცხადია დარეგისტრირებული, რომლიდანაც 54 000 განაცხადი დაკმაყოფილებულია და ახალ წლამდე ყველა განაცხადი დაკმაყოფილდება.

“28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მე-4 ტალღა მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის, დახმარების, ვგულისხმობ ერთჯერად, 300 ლარიან დახმარებას. დღეის მდგომარეობით, უკვე მიღებულია 65 000-ზე მეტი განაცხადი, რომლიდანაც 54 000 განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია და რა თქმა უნდა, ჩვენ, ახალ წლამდე, ყველა განაცხადს, რომელიც მიღებული იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, დავაკმაყოფილებთ”, - განაცხადა გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S