მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარებულია
17/12/2020 12:00:58 პოლიტიკა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარებულია.
"ბაკურიანსა და გუდაურში იცით, რომ განსაკუთრებული პრობლემები იყო წყალთან მიმართებით, წელს ეს სამუშაოები დასრულდა. უკვე მზად არის გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების ტბის სისტემაც და თუ ჩვენ პანდემია მოგვცემს საშუალებას წელს სამთო - სათხილამურო კურორტი გავხსნათ, უკვე ჩვენს დამსვენებელს ეს პრობლემა აღარ ექნებათ", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის: გასულ წელს 31 დეკემბერს გუდაურსა და ბაკურიანში წყალი გაწყდა და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ამ მხრივ სერიოზული პრობლემა შეუქმნა როგორც დამსვენებელს, ასევე ადგილობრივებს. მაშინ დამსვენებლების ნაწილმა კურორტები საერთოდ დატოვა.


