Accentnews.ge
არასამთავრობოები – კობახიძის მიერ დაანონსებულ ცვლილებებზე: "ოცნება" თავის პასუხისგებლობას ვერ აცნობიერებს"

არასამთავრობოები – კობახიძის მიერ დაანონსებულ ცვლილებებზე: "ოცნება" თავის პასუხისგებლობას ვერ აცნობიერებს"

17/12/2020 14:15:32 პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO) ეხმიანებიან “ქართული ოცნების” ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, პარტიები, რომლებიც სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან დაფინანსებას და უფასო სარეკლამო დროს ვეღარ მიიღებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში.

NGO-ები აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას და გამოსავლის ძიებას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება, რაც მათ შორის დაკავშირებულია მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმებასთან (შეზღუდვასთან).

"მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით - იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი", - აცხადებენ NGO-ები.

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას პირველ რიგში, ხელისუფლებას აკისრებენ.

გარდა ამისა, NGO-ები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მათ მიერ შეფასდა როგორც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);

საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI Georgia);

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);

მედიის განვითარების ფონდი (MDF);

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR);

საფარი;

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S