მთავრობა "კომენდანტის საათის" ხანგრძლივობის საკითხს განიხილავს
17/12/2020 18:09:25 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, 24 დეკემბრამდე მთავრობა "კომენდანტის საათის" ხანგრძლივობის საკითხს განიხილავს.
„რაც შეეხება „კომენდანტის საათს“, რომლის დროსაც 21:00 საათიდან ქალაქში გადაადგილება იზღუდება, 24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ „საკომენდანტო საათი“ გადაიწიოს მაგალითად, 11:00 ან 12:00 საათამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.


