Accentnews.ge
ბურჯანაძე: „ან ვართ ხალხი, ან  – არა! საფრანგეთში არ ეგუებიან და არის ქვეყანა“

ბურჯანაძე: „ან ვართ ხალხი, ან  – არა! საფრანგეთში არ ეგუებიან და არის ქვეყანა“

18/12/2020 10:06:35 პოლიტიკა

„დემოკრატიული მოძრაობა –ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე არ იზიარებს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის ინიციატივას, საქართველოი სერბეთის მაგალითის გამოყენებაზე, რაც რიგგარეშე არჩევნების 2022 წელს ჩატარებას მოითხოვს.

როგორც მან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, დასაკარგი დრო აღარ არი: კრიზისი ახალი წლის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება.

ამასთან, მისთვის გაუგებარია, არჩევნების გაყალბების პირობებში რატომ უნდა დარჩეს პოლიტიკური ძალ ხელისუფლებაში კიდევ ორი წლით.

ბურჯანაძე ფიქრობს, რომ სერბეთის მოდელი მხოლოდ ნაწილობრივ არის გასათვალისწინებელი, რადგან იქ არჩევნები არ გაყალბებულა.

ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ იდეას ოპოზიციიდან მხარდაჭერა არ ექნება.

„მკაცრად ვიტყვი, ან ვართ ხალხი, ან – არა! ან ვეგუებით ბატონ–ყმობას, ან – არა! საფრანგეთში არ ეგუება მსახლეობა, როცა მთავრობა თავს გადაუვლის ხოლმე და ამიტომ არის ერი და ქვეყანა“,– განაცხადა ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დაგეგმილ შეხვედრამდე.

ცნობისთვის: ოპოზიციონერი ლიდერები „ლეიბორისტების“ ოფისში იკრიბებიან და სამოქამედო გეგმაზე მსჯელობენ. ფონია საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში დარეგისტრირება, რომელიც პარტიებისთვის, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, სახელმწიფო დაფინანსების გაუქმებას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S