მელია: „სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობისთვის მზადებას გაზაფხულისთვის დავიწყებთ“
18/12/2020 11:18:47 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას ინფორმაციით, 2021 წლის გაზაფხულისთვის სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობისთვის მზადება დაიწყება.
"ახალ არჩევნებს თუ დანიშნავს, კრიზისი განიმუხტება, თუ არ დანიშნავს მანამ იქნება კრიზისი, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. გარწმუნებთ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება, მიუხედავად იმისა, ივანიშვილი დანიშნავს, თუ არა.
თუ არ დანიშნავს საზოგადოება აუცილებლად დაანიშნინებს ახალ არჩევნებს. ჩვენ დავიწყებთ სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობის მზადებას გაზაფხულისთვის და ვნახოთ ერთი, აბა, რამდენად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი არჩევნების არ დანიშვნას", - განაცხადა მელიამ "ფორმულას" ეთერში.
ცნობისთვის: ცნობისთვის: ოპოზიციონერი ლიდერები „ლეიბორისტების“ ოფისში სამოქამედო გეგმაზე მსჯელობენ. ფონია საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში დარეგისტრირება, რომელიც პარტიებისთვის, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, სახელმწიფო დაფინანსების გაუქმებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. ხუთმა საარჩევნობარიერგადალახულმა პარტიამ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ბოიკოტის რეჟიმში რჩება დანარჩენო სამი პარტიაც.


