Accentnews.ge
ჩარკვიანი: „პერმანენტული ბრძოლა დაიწყო“

ჩარკვიანი: „პერმანენტული ბრძოლა დაიწყო“

18/12/2020 13:42:43 პოლიტიკა

დაიწყო პერმანენტული ბრძოლა, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჩარკვიანი ამბობს, ხელისუფლება დიალოგს „ძირშივე კლავს“:

„მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, კობახიძის ძალიან საშიში განცხადება: ეს იყო პირდაპირი მნიშვნელობით, რეჟიმის გაცხადება! ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს დარჩა ის, რომ ამ არაკონსტიტუციურ განაცხადს დაეთანხმოს და პრაქტიკულად ჩათვალეთ, რომ სახელმწიფო აღარ გვაქვს. გუშინდელი დღე იყო გარდამტეხი ამ ყველაფრისა. "დილოგი გვინდაო", ამბობენ და როგორც კი გამოჩნდება რამე, მაშინვე კობახიძეს გამოაჩენენ. ხელისუფლება ყველა დიალოგს ძირშივე კლავს, რადგან მედიატორად, არ შეიძლება, ასეთი სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასულ ადამიანს უშვებს. უმნიშვნელოვანესი ბრძოლა აქციებით, შეკრებებით გრძელდება, ჩვენ მივიღებთ ერთ დოკუმენტს, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება მედიისთვისაც, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩვენ რაიმეზე ვამბობთ უარს. ოპოზიცია დიალოგისთვის მუდმივად მზადაა. არაფერზე არ მოდის, გვევაჭრება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S