Accentnews.ge
კრამერი - ერთადერთი მხარე, რომელიც საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობიდან სარგებელს იღებს, მოსკოვია

კრამერი - ერთადერთი მხარე, რომელიც საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობიდან სარგებელს იღებს, მოსკოვია

21/12/2020 08:02:49 პოლიტიკა

"ერთადერთი მხარე, რომელიც სარგებელს იღებს საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობიდან, ეს არის მოსკოვი. ამიტომ ეს უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი მომენტი ჩვენთვის“,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა დევიდ კრამერმა ტელეკომპანია ,,მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური საკითხები სწრაფად უნდა გადაიჭრას იმისათვის, რომ მთავარი ყურადღება მიექცეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, ეკონომიკას.

,,საქართველო, როგორც ამერიკა არის პანდემიის პერიოდში, ამიტომ პოლიტიკური საკითხები სწრაფად უნდა გადაიჭრას იმისათვის, რომ საქართველომ მთავარი ყურადღება მიაქციოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, ეკონომიკას. ერთადერთი მხარე, რომელიც სარგებელს იღებს საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობიდან, ეს არის მოსკოვი. ამიტომ ეს უნდა იყოს გამოსაფხიზლებელი მომენტი ჩვენთვის“,- განაცხადა დევიდ კრამერმა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S