Accentnews.ge
"კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ჩვენი პრიორიტეტია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რა მნიშვნელობა აქვს ნეიტრალიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის"

"კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ჩვენი პრიორიტეტია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რა მნიშვნელობა აქვს ნეიტრალიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის"

21/12/2020 16:40:45 საგარეო პოლიტიკა

"კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ჩვენი პრიორიტეტია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რა მნიშვნელობა აქვს ნეიტრალიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე – „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.

მისივე განცხადებით, კეთილმეზობლური ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც:

დიდი მნიშვნელობა ექნება მომავლისთვის იმ რეგიონულ ცვლილებებს და რეგიონულ განვითარებას, რომლის მოწმენიც ყველანი გავხდით და საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა. აქაც, რა თქმა უნდა, ჩვენ დიპლომატიას მადლობა უნდა გადავუხადოთ. მოგეხსენებათ, კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი ჩვენი ქვეყნისთვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ნეიტრალიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S