Accentnews.ge
"სადღეისოდ აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა. ეს დონე უნდა შევინარჩუნოთ"

"სადღეისოდ აშშ-სა და ევროკავშირში საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა. ეს დონე უნდა შევინარჩუნოთ"

21/12/2020 17:32:29 პოლიტიკა

"სადღეისოდ აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა. ეს დონე უნდა შევინარჩუნოთ", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე – „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ– ფორმატში იმართება.

„ბუნებრივია, როდესაც ამ პროცესში პირდაპირ არის ჩართული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის – ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები, ეს ყველაფერი ჩვენს თითოეულ მოქალაქეს პირდაპირ აჩვენებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესს, როგორც ასეთს და რა დონის მხარდაჭერა გააჩნია დღეს ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ეს კიდევ ერთი მაგალითია, თუ რა შედეგებს მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში, თქვენი დამსახურებით. რა თქმა უნდა, დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მხარდაჭერის ეს დონე შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S