"სკოლებში მუსიკალური აღზრდა უნდა შემოვიდეს. ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ვერ იქნება ცუდი ადამიანი"
22/12/2020 07:59:19 პოლიტიკა
"ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ვერ იქნება ცუდი ადამიანი", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ბოლქვაძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
"მართლაც არის საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა და როგორც ამბობდნენ კოლეგები, სწორედ ფიზკულტურა, ფიზიკური აღზრდა უნდა მოვიდეს სკოლებში და ასევე, მე ვფიქრობ, რომ მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს. პროფესიონალურად შეიძლება, უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება, იყოს ცუდი ადამიანი მომავალში", – განაცხადა ბოლქვაძემ.


