პარლამენტარი "ქართული ოცნებიდან" : "ხომ არ გვეფიქრა საქართველოს დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოყალიბებაზე"
22/12/2020 08:06:15 პოლიტიკა
პარლამენტარი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ამილახვარი გამოდის ინიციატივით, "საქართველოს დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოყალიბების" თაობაზე.
"თქვენს და თქვენი სამინისტროს წარმატებად უნდა ჩაითვალოს დისტანციური სწავლება ამ რთულ პირობებში, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში – როგორ მოახდინა სისტემამ ადაპტაცია და სრული უწყვეტობა შესთავაზა ჩვენს მოსწავლეებს და სტუდენტებს. რა თქმა უნდა, პანდემია არის გამოწვევა. თუმცა განათლებაში დაგროვილი გამოცდილებით, მეთოდოლოგიით, იმ სასწავლო რესურსების "დიჯიტალიზაციით", რაც ამ სფეროში დაგვიგროვდა, ხომ არ გვეფიქრა და მექნებოდა ინიციატივა თქვენთან ერთად, რომ სამომავლოდ გვეფიქრა, გარკვეული დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო. ეს, რა თქვა უნდა, ეხება იმ პროგრამებს, სადაც ამის შესაძლებლობა არის და არამც და არამც ტექნიკური და ლაბორატორიული სამუშაოებია საჭირო", – მიმართა გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჩხენკელს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელზეც დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
ცნობისთვის: საქართველოში პანდემიის და შეზღუდვების დროს, ინტერნეტის და ტექნიკური საშუალებების არქონის გამო, მოსწავლეების ნაწილი დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრებას ვერ ახერხებს.


