
პოლიტიკური განქორწინება და პერსპექტივები: „ივანიშვილთან მეტ–ნაკლები სიახლოვით შეძენილი წონა დროებითია“
26/02/2019 09:42:35 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
მმართველი გუნდიდან დეპუტატების გადინების პროცესი დაიწყო და როგორც ჩანს, გაგრძელდება. გასული კვირის ბოლოს საპარლამენტო უმრავლესობა ოთხმა დეპუტატმა: ლევან გოიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს, დღეს კი ანალოგიური ნაბიჯის გადადგმა დააანონსა გია ჟორჟოლიანმაც. საინტერესოა, რომ არც ერთი მათგანი არ ახსენებს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს, ერიდება მის მკვეთრ კრიტიკას, თუმცა ამას არ იშურებენ უკვე ყოფილი თანაგუნდელების მისამართით, საუბრობენ ღირებულებით აცდენაზე და პასუხისმგებლობასაც სწორედ მათ აკისრებენ.
ანალიტიკოსთა ნაწილი პროცესებს საპარლამენტო არჩევნებს [2020წელს გაიმართება] და უკვე ამ დროისთვის მმართველი გუნდისთვის შეზღუდულ მანდატებს უკავშირებს, ანალიტიკოსთა მაორე ნაწილიც „ძაღლის თავს“ საპარლამენტო არჩევნებში ხედავს, თუმცა განსხვავებულ კონტექსტში. კერძოდ, სადღეისოდ არსებული მოცემულობის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული სისტემით უნდა ჩატარდეს. ბარიერი კი 5–დან 3%–მდეა დაწეული. პრეზიდენტის სავარძლისთვის მძიმე ბრძოლის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მომდევნო არჩევნები კიდევ უფრო დრამატული იქნება მმართველი გუნდისთვის, ამიტომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ დაკარგულ ამომრჩეველს ერთგვარ ალტერნატივას სთავაზობს ეკა ბესელიას ახალი პლადფორმის სახით, თავად კი იტოვებს მოკავშირეს, რომელსაც დაწეული ბარიერის პირობებში პარლამენტში შეღწევის შანსი ექნება, პლუს მაჟორიტარი დეპუტატები. ამრიგად, ამ სცენარის მიხედვით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეცდება, შეინარჩუნოს უმრავლესობა და დემოკრატიულობის იმიჯი.
რეალურად რა პროცესებთან გვაქვს საქმე, რამდენად სიცოცხლისუნარიანია მმართველ გუნდს გამოყოფილი პლადფორმა, ამ საკითხებზე „აქცენტი“ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის პოლიტიკურ მრჩეველს ფიქრია ჩიხრაძეს ესაუბრა:
ფიქრია ჩიხრაძე: ასეთი უმრავლესობები ადრე თუ გვიან იშლება, რადგან ის არ დგას არც მსოფლმხედველობრივ, არც ღირებულებით თანხმობის საფუძველზე. იმთავითვე ცხადი იყო, რომ დღევანდელი უმრავლესობა მხოლოდ ერთი ადამიანის გარშემო შემოკრებილი კონგლომერატია და როგორც ვთქვი, ადრე თუ გვიან დაიშლებოდა. დაიშლებოდა არა იმიტომ, რომ ღირებულებითი დილემა ჩნდებოდა, არამედ იმიტომ, რომ რომელიღაცა ჯგუფები შიგნით გავლენებს ვეღარ იყოფენ. ესეც ძალიან ცხადია ჩემთვის, რადგან თუ მთელი ამ წლების განმავლობაში ღირებულებითი სხვაობა იყო, ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით აქამდეც გამოჩნდებოდა.
შეიძლება, რომ ეს გამოყოფა განვიხილოთ, როგორ ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება „ქართული ოცნების“ დაკარგული ამომრჩელისთვის?
თუ აქ იმაზეა საუბარი, რომ ერთი დიდი ურავლესობიდან კიდევ გამოიკვეთოს ერთი ან ორი დაჯგუფება და მათ ცალ–ცალკე ჯამურად შეადგინონ საკონსტიტუციო ან უბრალოდ უმრავლესობა, ასე მარტივად არ გამოვა: დღეს შეიძლება, ძალიან გამაღიზიანებლად ჩანდეს მოქმედებები, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე სჩადის, ან ის გუნდი, რომელიც მას უჭერს მხარს იგივე მოსამართლეებთან დაკავშირებით, მაგრამ იმის ილუზია ალბათ არავის უნდა გვქონდეს, რომ ეს არ არის პარლამენტის თავმჯდომარის წონიდან და გავლენიდან გამომდინარე და რომ ამ გადაწყვეტილებების მიღმა ბიძინა ივანიშვილის სურვილი დგას და რომ ამ სურვილს ეს ჯგუფი [კობახიძის] მოერგო კარგად. შესაბამისად, სხვა ჯგუფების მხოლოდ კობახიძესთან და მდინარაძესთან დაპირისპირება არ მგონია, რომ საარჩევნო თვალსაზრისით პოლიტიკური რესურსის მატარებელი იყოს. დღეს ყველამ ვიცით, რომ არც ერთ სახელმწიფუბლებო სტრუქტურაში არ არსებობს არც ერთი თავისთავადი გავლენის მქონე ფიქგურა, არც საპარლამენტო უმრავლესობაში და არც მთავრობის შემადგენლობაში. ბიძინა ივანიშვილთან მეტი ან ნაკლები სიახლოვით შეძენილი წონა დროებითია, რომელსაც პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია. თუ ახლადგაჩენილ ჯგუფებში მხოლოდ ის ხაზი შენარჩუნდა, რასაც დღეს ვხედავთ, არ იქნება წონადი ხაზი. დღეს სამწუხაროდ, ქართული დემოკრატიის, ქართული სახელწიფოებრიობის, ინსტიტუციური მდგრადობისთვის მთავარი პრობლემა სწორედ არაფორმალური მმართველობაა. არაფორმალური მმართველობა რაღაცნაირად უნდა განეიტრალდეს ამ ქვეყანაში. ვისი მთავარი ხაზიც ეს არ იქნება, ძალიან საეჭვოა, რომ მან ამჯერად მოიპოვოს ხალხსი მხარდაჭერა.
ამდენად, იმ განაცხადით, რა განაცხადიც ამჯერად გამოყოფილ გუნდს აქვს, პოლიტიკურ პერსპექტივებს ვერ ხედავთ...
ვერ ვხედავ ამ ხაზის გაგრძელების შემთხვევაში. წარმოიდგინეთ პოლიტიკური გუნდი, რომელიც მხოლოდ ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს, ისევ „ნაციონალური მოზრაობის“ 9 წელს და არ იმჩნევდეს „ქართული ოცნების“ 8 წელს. ეს ამოვარდნილია ყველანაირი ლოგიკიდან. შესაძლოა, ეს მათი გარკვეული ტაქტიკაა და შემდეგ შეიტანენ ცვლილებებს პოლიტიკურ ხედვაში, მაგრამ დღეს ეს ასე ჩანს და ამას პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს.
ფაქტია, რომ ამ „9 წელმა“ ამ დრომდე იმუშავა...
მექანიკურად იმუშავა და ყველაფერს აქვს ამოწურვის რესურსი. ვფიქრობ, საკმაოდ გაწელილია უკვე ეს თემა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021