Accentnews.ge
თურქულმა ბანკებმა აფხაზური „აპრას“ ბარათების მომსახურება დაიწყეს

თურქულმა ბანკებმა აფხაზური „აპრას“ ბარათების მომსახურება დაიწყეს

22/12/2020 09:04:38 კონფლიქტები

თურქულმა ბანკებმა აფხაზური „აპრას“ ბარათების მომსახურება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც დე ფაქტო ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "ეროვნულმა საგადასახადო სისტემამ ანგარიშსწორების სისტემა ”აპრას" საგადახდო ბარათების გეოგრაფიული არეალის გაფართოების და საგადახდო ბარათების ეროვნულ სისტემასთან თანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთში სისტემათშორისი ოპერაციების საპილოტე პროექტი დაიწყო".

"პროცესის ავტორიზაცია, კლირინგი და ოპერაციები წარმატებით დასრულდა, რომელიც თურქეთის უმსხვილესი ბანკების Is Bank-ის და Ziraat Bank-ის ქსელის ტერმინალებში განხორციელდა", - ნათქვამია დე ფაქტო ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Is Bank-ის ქსელი 6 500-მდე ბანკომატს და საბანკო ბარათების მომსახურების 400 000 წერტილს მოიცავს. ხოლო Ziraat Bank-ის სატერმინალო ქსელი 7 200 ბანკომატსა და საბანკო ბარათების მომსახურების 500 000 წერტილს აერთიანებს.

"დღეისთვის აფხაზეთის ანგარიშწორების სისტემასთან ”აპრა”-ს ბარათები - "World"-ი რუსეთში, ბელარუსში, უზბეკეთში, სომხეთსა და თურქეთში მოქმედებს", – აცხადებენ დე ფაქტო ეროვნულ ბანკში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S