აშშ–ის საელჩო: "ფოთის პორტში Ocean Grand–თ 14 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი შემოვიდა"
22/12/2020 10:51:18 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის საელჩოს ცნობით, ფოთის პორტში გემით Ocean Grand 14 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი შემოვიდა.
"აღნიშნული ტვირთი სამი გზავნილიდან პირველია, რაც მომდევნო თვის განმავლობაში ჩამოვა და ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორის მიერ ქართულ ბაზარზე გასაყიდად.გაყიდვებიდან შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


