გომელაური – ესებუაზე: "სად წავა?!"
22/12/2020 16:55:41 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული პირის დაკავებაზე აქტიურად მუშაობს.
„ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად არის შეკითხვები ჟურნალისტებისგან, რომ „აბა, რას შვრებით?“ საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის ძებნილები, რომლებსაც ქვეყანა არ დაუტოვებიათ, გვყავს 16 წლის ძებნილი.
უკვირს ხოლმე ოპოზიციას, რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ თვეში და ორ თვეში? ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, ეს არის პირველ რიგში ჩვენთვის ღირსების თემა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ და ვფიქრობ, აუცილებლად დავაკავებთ“,– განაცხადა გომელაურმა პარლამენტში.
"საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მას მოლაპარაკებების შემდეგ მოთხოვნილი 500 ათასი აშშ დოლარი გადასცეს, რის შემდეგაც ის მიიმალა და დღემდე ძებნაშია.


