Accentnews.ge
გახარია – რეგიონში ცვლილებებზე: „გაძლიერდა ან გაიზარდა მოთამაშეების რაოდენობა. რეგიონში პარტნიორების ყოფნა უნდა გავაძლიეროთ“

გახარია – რეგიონში ცვლილებებზე: „გაძლიერდა ან გაიზარდა მოთამაშეების რაოდენობა. რეგიონში პარტნიორების ყოფნა უნდა გავაძლიეროთ“

23/12/2020 08:43:49 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას განცხადებით, რეგიონში მიმდინარე პროცესების საბოლოო შედეგების კონ ტურები მოგვიანებით გამოიკვეთება, თუმცა ცალსახაა, რომ საქართველომ სტრატეგიული პარტიორის რეგიონში წარმოდგენილობა უნდა გააძლიეროს.

„რეგიონში არსებულ ვითარებაზე დღეს საუბარი შესაძლებელია საკმაოდ ფრთხილად, რადგან თვალსაჩინო შედეგები დღეს ნათელი არავისთვის არაა და ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ამ ცვლილებების კონტურები საბოლოოდ დავინახოთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი პოზიციონირება ამ ცვლილებებთან დაკავშირებით დააფიქსიროს. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ საქართველოს უსაფრთხოების და რეგიონში მისი ინტერესების გაძლიერების თვალსაზრისით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ყოფნა ჩვენს რეგიონში გავაძლიეროთ. ბოლო განვითარების შედეგი გახლავთ ის, რომ რეგიონში გაძლიერდა ან გაიზარდა სხვადასხვა მოთამაშეების რაოდენობა. ამისთვის ჩვეთვის ყველაზე ნათელი ნაბიჯი და შემდეგი ლოგიკური ქმედება უნდა იყოს ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ყოფნა რეგიონში გავაძლიეროთ. ეს არის ის, რაც დღეს შეგვიძლია, ვთქვათ“,– განაცხადა გახარიამ პარლამენტში.

მისივე თქმით, საქართველომ, მიუხედავად უაღრესად მძიმე გამოწვევისა, შეძლო ნეიტარლიტეტის დაცვა, რამაც ქვეყანას შესაძლებლობა მისცა, კეთილმეზობლური ურთიერთობა შეენარჩუნებინა, რაც თავის მხრივ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია:

„ეს საბაზისო მოთხოვნაა, რომ ჩვენ რეგიონალური ფუნქციის შემდეგში შესრულობა შევძლოთ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S