მდინარაძე: „კომპრომისის უპრეცედენტო ვერსია დავდეთ, ჯერი ოპოზიციაზეა“
23/12/2020 08:04:36 პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეიძლება, არც მე-5 რაუნდი აღმოჩნდეს ბოლო, შთამბეჭდავი შედეგის მომტანი, ამიტომ ყველა კომპრომისზე უნდა წავიდეს. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდმა "კომპრომისის უპრეცენდენტო ვერსია დადო".
„ყველას ეგონა, რომ მე-3, ან მე-4 რაუნდი იქნებოდა ბოლო, შეიძლება არც მე-5 რაუნდი აღმოჩნდეს ბოლო და ვთქვათ, შთამბეჭდავი შედეგის მომტანი. ყოველ შემთხვევაში, ერთი ამოცანის წინაშე ვდგავართ - თუ ვფიქრობთ ყველანი ერთად სახელმწიფოებრივად, ყველა კომპრომისზე უნდა წავიდეს. ჩვენ კომპრომისის უპრეცედენტო ვერსია დავდეთ, მოლაპარაკების მაგიდასთან რიგგარეშე არჩევნები დავდეთ 1%-იანი გადაცდომის შემთხვევაში. ახლა ჯერია ოპოზიციაზე", - განაცხადა მდინარაძემ.


