Accentnews.ge
კობახიძე პარტიების დაფინანსებაზე პროექტს ეუთო–ს უგზავნის, განხილვას იანვრამდე აჩერებს

კობახიძე პარტიების დაფინანსებაზე პროექტს ეუთო–ს უგზავნის, განხილვას იანვრამდე აჩერებს

23/12/2020 10:38:50 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა და ენმ-სთვის რეგისტრაციის გაუქმებაზე კანონპროექტი ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას გაუგზავნონ და განხილვები მხოლოდ ამის შემდეგ განაახლონ.

კობახიძის თქმით, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა სწორედ მას შემდეგ გაიმართება, რაც ამ ინსტიტუტების პოზიცია გახდება ცნობილი.

„მიუხედავად იმისა, რომ როგორც სამართლებრივად ასევე პოლიტიკურად ყველაფერი არის აბსოლუტურად გამართული და მმართველი პარტია ამ შემთხვევაშიც ბოლომდე წელშია გამართული, იმისათვის, რომ არავის დარჩეს საბაბიც კი რაიმეზე საუბრის, გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სამართლებრივი კუთხით, მე გთავაზობთ შემდეგს, დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავაგზავნოთ ეს პაკეტი ან გნებავთ ვენეციის კომისიაში ან გნებავთ - ოდირში. დაველოდოთ მათ პოზიციას მეორე მოსმენამდე, ანუ შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა სადღაც იანვრის ბოლომდე, დაველოდოთ ვენეციის კომისიიის ან ეუთო/ოდირის ან ორივეს პოზიციას და ამის შემდეგ განვაახლოთ კანონპროექტების განხილვა მეორე მოსმენით.

ზუსტად იგივე ინიციატივა ჩვენ შეგვიძლია გავაჟღეროთ მეორე კანონპროექტთან მიმართებით, რომელიც წინა კვირაში დაინიცირდა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პოლიტიკური პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არის არამოქალაქე ან არ აკმაყოფილებს რომელიმე საკონსტიტუციო ცენზს. ამ შემთხვევაშიც ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ შესაბამისი კანონპროექტი ვენეციის კომისიაში ან ოდირში ან ორივე ამ ინსტიტუციაში, დაველოდოთ მათ პასუხს და სადღაც იანვრის ბოლოს განვაახლოთ ამ კანონპროექტების განხილვა". - განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S