Accentnews.ge
„ოჯახებში დაძრწიან კობახიძის "ტიპები" და არა მხოლოდ გადასაბირებლად“

„ოჯახებში დაძრწიან კობახიძის "ტიპები" და არა მხოლოდ გადასაბირებლად“

23/12/2020 11:53:05 პოლიტიკა

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვნიანი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებული პირები ოპოზიციონერებს გარიგებას სთავაზობენ.

როგორც ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ხელიუფლებასთან დაახლოებული რამდენიმე პირი ბოლო ერთი თვის განმახლობაში ოპოზიციონერებს „ხან რას და ხან რას“ სთავაზობს.

მან დააზუსტა, რომ მსგავსი ვიზიტი მის ოჯახშიც შედგა.

„ოჯახებში დაზრწიან უკვე კოახიძის ტიპები და არა მხოლოდ გადასაბირებლად. გარიგებას გავაზობენ, შუამავლებს გზავიან. სამი კვირის წინ იყო ეს შემთხვევა...ამაზე დიდი დანაშაული, ვიდრე ქრთამის – ფულის შემთავაზებაა, რა არის?“

მისივე თქმით, ფულის გადახდაზე რომ დაიწყებს პოლიტიკური ლაპარაკს, ესე იგი „საქმე ცუდად აქვთ“.

ცნობისთვის: ორიოდ კვირის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სადეპუტატო მანდატის მქონე პირებს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ 2–3 მილიონ დოლარს სთავაზობდა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, გაყალბებულად მიიჩნევს რა, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ელების მედიატორობით მოლაპარაკების ოთხი რაუნდი შედგა, თუმცა უშედეგოდ. არის მოლოდინი, რომ მეხუთე შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება, მანამდე პარლამენტში ერთპარტიულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S