Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი:  "არ ვეთანხმები ოპოზიციის შემზღუდავ კანონს, იმედია, მიღებამდე გადაიხედება"

აშშ–ის ელჩი:  "არ ვეთანხმები ოპოზიციის შემზღუდავ კანონს, იმედია, მიღებამდე გადაიხედება"

23/12/2020 10:58:54 პოლიტიკა

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ არ ეთანხმება "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ოპოზიციური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნასა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტაზე.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება, ერთპარტიული პარლამენტი კი დამაზიანებელი იქნება.

"მე არ ვეთანხმები ნებისმიერ კანონს, რომელიც ოპოზიციის განვითარებას ზღუდავს. ასევე, ზღუდავს მის წვდომას მედიაზე, რომ მიაწოდონ ამომრჩეველს სრული ინფორმაცია. იმედი მაქვს, ეს კანონი გადაიხედება მიღებამდე. რაც ახლა უნდა ხდებოდეს, ქართული 30-წლიანი დემკრატიის კონტექსტში არის ის, რომ საქართველოს ჰყავდეს ძლიერი, განვიტარებული ოპზოცია. გრძელვადიან პერსპექტივაში ერთპარტიული პარლამენტი უკიდურესად დამაზიანებელი იქნება", - განაცხადა დეგნანმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S