Accentnews.ge
კობერიძე – ენმ–სა და „ოცნებაზე: „რთველი“ აქვს გაჩაღებული: „შუას კრეფენ“

კობერიძე – ენმ–სა და „ოცნებაზე: „რთველი“ აქვს გაჩაღებული: „შუას კრეფენ“

23/12/2020 12:36:11 პოლიტიკა

პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, ყოფილი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდთან ერთად, არც „ოპოზიციაა მომგებიან პოზიციაში“.

როგორც კობერიძე ამბობს, ოპოზიცია ასცდა საზოგადოების მთავარ დაკვეთას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

„შევალთ [პარლამენტში – რედ.], არ შევალთ, მე მგონი, მოსახლეობაც ცოტა დაიღალა“,– აღნიშნა კობერიძემ „ტვ პირველის“ ეთერში .

მისი აზრით, არჩევნების გაყალბებამ, ბოიკოტის რეჟიმმა ოპოზიცია „ამოაგდო“ გაანალიზებს პროცესიდან, თუ რა მოხდა, შექმნილი ვითარება კი მხოლოდ „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის.

„რთველი“ აქვს გაჩაღებული [ენმ–ს და „ოცნებას“ – რედ.], „შუას კრეფენ“! არ ვარ დარწმუნებული, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ენმ–მ მეტი არ აიღოს და ეს ხმები სხვა ოპოზიციურ პარტიებს დაკლდეს. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლის დაკვეთაც მოსხლეობის მხრიდან არაა“,– განაცხადა კობერიძემ.

მისი დაკვირვებით, არჩევნებზე მისული 2 მილიონი ადამიანი პოლიტიკურად უფრო მომწიფებული აღმოჩნდა, ვიდრე თავად პოლიტიკური სპექტრი.

„ხალხი უფრო შინაარსობრივ პოლიტიკა ელოდება“,– დასძინა კობერიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S