Accentnews.ge
EPP: " საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ"

EPP: " საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ"

23/12/2020 14:16:00 პოლიტიკა

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი უჭერს მხარს.

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს სვლა ევროკავშირის დეკლარირებული ღირებულებებისკენ და ნაცვლად იმისა, რომ შეზღუდოს ოპოზიციის დემოკრატიული უფლება, დაუბრუნდეს კონსტრუქციულ დიალოგს, რომ მოძებნოს კომპრომისული გადაწყვეტა, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს“, – აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში.

ცნობისთვის: "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 17 დეკემბერს განაცხადა, რომ პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების წინააღმდეგაა მიმართული. კობახიძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ისინი ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში არიან. 11 დეკემბერს გამართული მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S