"არ მგონია, რომ პროცესი ჩიხშია, ვიმედოვნებ, მხარეები საქართველოს ინტერესებს საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ"
23/12/2020 17:50:01 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში არ არის შესული. იგი იმედოვნებს, რომ "მხარეები საქართველოს ინტერესებს საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ"
“არ მგონია, რომ პროცესი ჩიხშია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ 9 პარტია, მიუხედავად სერიოზული განსხვავებებისა, მოლაპარაკების მაგიდასთან ზის და ცდილობს, რომ პროცესი წინ წასწიოს. რაც ახლა გვჭირდება, ეს არის პოლიტიკური ნება და პოლიტიკური გამბედაობა, რათა გადაიდგას ნაბიჯი გამოსავლისკენ", ვიმედოვნებ, მხარეები ამას შეძლებენ და საქართველოს ინტერესებს საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენებენ”, განაცხადა დეგნანმა "ფორმულასთან" ინტერვიუში.


