"2021 წელს მთავარი იქნება, პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში დაგეხმაროთ"
23/12/2020 18:00:06 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, 2021 წელს მთავარი იქნება, პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში შეერთებული შტატები საქართველოს დაეხმაროს. ამის შესახებ მან "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ჩემი აზრით, მომავალ წელს მთავარი ყურადღების საგანი იქნება დავეხმაროთ საქართველოს ამ პანდემიის შედეგებთან გამკლავებაში. ჩვენ ამის გასაკეთებლად ვართ განწყობილი იუესედისა და სხვა სააგენტოების შესანიშნავი პროგრამებით. რა თქმა უნდა განვაგრძობთ ღრმა თანამშრომლობას ამირან გამყრელიძესთან, და ლუგარის ლაბორატორიასთან არსებულ დაავადებათ კონტროლის ცენტრთან კოვიდთან საბრძოლველად და ცეჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დასასრულებლად. ეს არის მსოფლიო მასშტაბის წარმატება. 2 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და 91 პროცენტი განიკურნა. საქართველო ამით უნდა ამაყობდეს. ჩვენ ყოველთვის ვეძებთ გზებს საქართველოსთან პარტნიორობის გასაღმავებლად, რადგან გვჯერა საქართველოს როგორც წარმატებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყნის მომავლის, რომელიც მყარად მოიკიდებს ფეხს ევროატლანტიკური ქვეყნების ოჯახში", – განაცხადა ელჩმა.


