Accentnews.ge
"მარტო ვიქნებით თუ არა პარლამენტში, უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპული მომავლისკენ"

"მარტო ვიქნებით თუ არა პარლამენტში, უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპული მომავლისკენ"

24/12/2020 08:29:11 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია პარლამენტის ერთპარტიულობაზე პასუხისმგებლობას კვლავ ოპონენტებს აკისრებს და აცხადებს, რომ ამ ფონზე მათი, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ორმაგდება.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანომ სვლა ევროპული მომავლისკენ ყველა შემტხვევაში უნდა გააგრძელოს.

„გარდა იმისა, რომ ეს ჩვენთვის არ არის კომფორტული, გვესმის, რომ ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილება პირველ რიგში მიღებული უნდა იყოს ჯანსაღ დავასა და დისკუსიაში და ჩვენ ამის ძალიან კარგი გამოცდილება გვქონდა გასული წლების განმავლობაში. არასოდეს შეგვშინებია შინაარსობრივი დისკუსიის და საუბრის, მაგრამ ჩვენს კომფორტს რომ თავი დავანებოთ, რა თქმა უნდა, ეს კომფორტული არ არის ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არჩევნებში ხმა მისცეს 9 პარტიას და განსაზღვრეს, რომ ამ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქ მნიშვნელოვანი არ არის ჩვენი ან მთავრობის წევრების კომფორტულობაზე საუბარი. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს. ვიღაცას შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ვიღაცა ვერ გაერკვა, ვიღაცამ ალბათ საკუთარი ეგო ვერ დაძლია, მაგრამ გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მიდგომა - ან ყველაფერი, ან არაფერი, დემოკრატიული მიდგომა არ არის და არაფერი საერთო ამას ევროპულობასთან არ აქვს, მაგრამ მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით ამ დარბაზში თუ არა, უნდა გავაგრძელოთ სხვლა ჩვენი ევროპული მომავლისკენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S