თურნავა: „მსხვილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ გვქვს“
24/12/2020 10:19:48 პოლიტიკა
სწორი, გამართლებული და დაბალანსებული გადაწყვეტილება,– ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა სავაჭრო ცენტრების მკაცრი რეგილაციებით გახსნის გადაწყვეტილებას.
ჩვენი მიზანი პანდემიის შეკავება და ჯანმრთელობის დაცვაა. ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორს ამოსუნთქვის საშუალება მივცეთ. სავაჭრო სექტორი გაიხსნა მკაცრი რეგულაციების დაცვით. ვფიქრობ, ეს ეკონომიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, ადამიანებს დაუგროვდათ საჭიროებები და ესეც ერთი მიზეზია, თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მსხვილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ გვქვს და იმედია არ მოგვიწევს, ზომების მიღება. ამდენად, ეს სწორი და გამართლებული გადაწყვეტილება იყო“– განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ დარღვევების გამოვლენის შემხვევაში ობიექტების დახურვის გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული.ცნობისთვის: დღეიდან სავაჭრო მოლები გაიხსნა. დილიდა რიგებია სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებთან.


