Accentnews.ge
კიდევ ერთი სამინისტროს ჩამოყალიბდება

კიდევ ერთი სამინისტროს ჩამოყალიბდება

24/12/2020 11:41:50 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფა გუნდში უკვე გადაწყვეტილია.

24 დეკემბერს პარლამენტში გამოსვლისას გახარიას ამ განაცხადს დეპუტატების მხრიდან აპლოდისმენტები მოყვა.

"ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია. კულტურის და სპორტის სამინისტრო, როგორც ადრე იყო, განათლების სამინისტროს გამოეყოფა. ეს დამოკიდებულია საკანონმდებლო პროცედურებზე, სამართლებრივ პროცედურებზე. ვფიქრობ თებერვალს არ გადასცდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კულუარული ინფორმაციით, მინისტრის თანამდებობაზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის კანდიდატურა განიხილება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S