Accentnews.ge
ელისაშვილი: „ლელოს“ ოფისში როდესაც დაინიშნება შეხვედრა, ჩვენ აუცილებლად წავალთ“

ელისაშვილი: „ლელოს“ ოფისში როდესაც დაინიშნება შეხვედრა, ჩვენ აუცილებლად წავალთ“

24/12/2020 12:43:23 პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილთან, საარჩევნო ბარიერგადალახულ პარტიებთან კომუნიკაცია კვლავ აქვს.

მას არ დაუზუსტებია პარტიები, თუმცა მიანიშნა, რომ ესენი არიან პარტიები, როლებიც „მოქალაქეების“ მიდგომას მეტ–ნაკლებად იზიარებენ.

„ლელოს“ ოფისში როდესაც დაინიშნება შეხვედრა, ჩვენ აუცილებლად წავალთ“,– განაცხადა ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, სადღეისოდ ოპოზიცია ორ ნაწილად არის გაყოფილი: შეთანხმების და მღელვარების მომხრეები.

„მღელვარების მომხრეებიც ამბობენ, რომ „მოლაპარაკებები გვინდაო“ და იმედია, გულწრფელები იქნებიან. [...] თუ სხვა აზრები ჰქონდათ, გუშინ მკაფიოდ მოისმინეს აშშ–ის ელჩის პოზიცია, „თუ გიყვართ ეს ქვეყანა, კომპრომისებისთვის, პასუხსიმგებლობის აღებისთვის იყავით მზადო“. საარჩევნო სისტემა ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელვანია. დავეშვათ მიწაზე, ხელი მოვაწეროთ შეთანხმეას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეალურად შეცლილი საარჩევნო სისტემით ვიბრძოლოთ“,– მოუწოდებს ელისაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების ცსკ–ის მიერ წარმოდგენილ შედეგებს არ აღიარებს, მე–10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რასაც ხელისუფლება არ სთანხმდება. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე. მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ელჩების მედიატორობით ოთხი შეხვედრა შედგა, თუმცა როგორც განიმარტა, პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ შეთანხმება ვერ მოხერხდა. არის მოლოდინი მეხუთე შეხვედრის თაობაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S