გახარიას თქმით, აბაშიძე-კარასინის ფორმატს თავი არ ამოუწურავს
24/12/2020 12:59:12 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია არ აკონკრეტებს, რა სარგებელი მოაქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას თავისი თავი არ ამოუწურავს.
სამთავრობო პროგრამის წარდგენისას დეპუტატების კითხვებზე პასუხის დროს მან განაცხადა, რომ ეს არის რუსეთ-საქართველოს შორის ერთადერთი ორმხრივი არხი პირველ რიგში, ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად:
„ეს არხი სულაც ცალმხრივი რომ იყოს ამ არხზე უარის თქმა ვფიქრობ რომ არ არის სწორი. ამიტომ ეს არხი ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჰუმანიტარული და ეკონომიკური განზომილების მიმართ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
აბაშიძე-კარასინის ფორმატი 2012 წელს შეიქმნა.


